Victoria Security

Loading

Blog

GPS მომსახურება

GPS მომსახურება

კონტროლი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში! 📍

ადევნეთ თვალი თქვენი ტრანსპორტის გადაადგილებას რეალურ დროში, ნებისმიერი ადგილიდან და მიიღეთ 24/7-ზე განახლებული ინფორმაცია

სერვისი მოიცავს ავტომობილების, ნავის, გემის, იახტის, თვითმფრინავისა და სხვა ტიპის ტრანსპორტის მომსახურებას ✅

Victoria Security - ლიდერი დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 🛡

კიბერ უსაფრთხოება – ციფრული დაცვა

კიბერ უსაფრთხოება - ციფრული დაცვა

დღევანდელ ციფრულ დროში მრავალნაირი სახის საფრთხე არსებობს. მავნე და გამოსასყიდი პროგრამებიდან დაწყებული, ფიშინგის შეტევებით დამთავრებული. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კიბერ შეტევების მახასიათებლები და ვიყოთ ინფორმირებულები ამა თუ იმ საფრთხის შესახებ.

გამოსასყიდი პროგრამა (Ransomware) სისტემაში მონაცემებს შიფრავს, რის შედეგადაც აღარ გექნებათ წვდომა მონაცემებზე. მონაცემებზე წვდომის დასაბრუნებლად საჭიროა გაშიფრვის გასაღები. უმეტეს შემთხვევაში პროგრამა ეკრანზე გამოიტანს ანგარიშის ნომერს და თანხას, რომლის გადახდის შემთხვევაში თქვენ დაიბრუნებთ მონაცემებზე წვდომას. თანხის გადარიცხვის შემთხვევაში არ არის გარანტია რომ მონაცემებზე წვდომა დაგიბრუნდებათ.

ტროჯანი, მავნე პროგრამა რომელიც დამალულია სასურველ ფაილებში. მაგალითად: მეილზე მიბმული ფაილებში, უფასო პროგრამებში, მაიკროსოფტ ოფისის დოკუმენტებში და სხვა. უმეტესი ტროჯანის შემჩნევა რთულია რადგან მალულად მუშაობს და იპარავს თქვენი სისტემიდან მონაცემებს.

ფიშინგ შეტევები გამოიყენება მომხარებლის მონაცემების მოსაპარად როგორიცაა საკრედიტო ბარათის ნომერი, სისტემაში შესვლის მონაცემი(მომხმარებელი და პაროლი) და სხვა პირადი ინფორმაცია. შემტევი თავს იჩენს როგორც სანდო პირი რათა მსხვერპლს უბიძგოს იმეილის ან მესიჯის გახსნა. იმეილს თან ახლავს მიბმული ფაილი ან მავნე ლინკი. მიბმული ფაილის გახსნისას ან მავლე ლინკზე დაჭერისას გადმოიწერება მავნე პროგრამა რომელიც მოიპარავს მსხვერპლის პირად მონაცემებს.

მოძრაობის დეტექტორი

მოძრაობის დეტექტორი

მოძრაობის დეტექტორები გამოიყენება ობიექტზე უცხო პირის შემოსვლის დასაფიქსირებლად. არსებობს მრავალი ტიპის დეტექტორები. ესენია: პასიური ინფრაწითელი სენსორები, ულტრაბგერითი მოძრაობის დეტექტორები, მიკროტალღური მოძრაობის დეტექტორები.

პასიური ინფრაწითელი სენსორები ხედავენ ინფრაწითელ რადიაციას მათი ხედვის არეაში. ყველა აბსოლუტურ ნულზე მაღალი ტემპერატურის ობიექტი გამოყოფს ინფრაწითელ გამოსხივებას. როცა ობიექტი მოძრაობს ხედვის არეში, სენსორი ამჩნევს ინფრაწითელი გამოსხივების ცვლილებას და გადასცემს სიგნალს.

ულტრაბგერითი მოძრაობის დეტექტორები იყენებს ულტრაბგერით ტალღებს მოძრაობის დასადგენად. სენსორი ასხივებს ულტრაბგერით პულსებს(ხმის ტალღებს) და შემდეგ უსმენს ამ იმპულსების ანარეკლს, ახლომდებარე ობიექტებიდან. ობიექტის მოძრაობა დეტექტორის ხედვის არეში იწვევს ცვლილებას არეკლილ ტალღებში. დეტექტორი ამჩნევს ხმის ტალღების ცვლილებას და აგზავნის სიგნალს.

სამეთვალყურეო კამერები – სმარტფონის აპლიკაცია

სამეთვალყურეო კამერები - სმარტფონის აპლიკაცია

უსაფრთხოება მარტივია! 🛡

აკონტროლეთ ობიექტები ნებისმიერი ადგილიდან "ვიქტორია სექიურითის" ჭკვიანი უსაფრთხოების ტექნოლოგიების საშუალებით

🔴 კამერები პირდაპირ თქვენს მობილურ ტელეფონში

პირადი დაცვა

პირადი დაცვა

პირადი დაცვა უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსაკუთრებული, უმაღლესი კატეგორიის სერვისია

🕴 "ვიქტორია სექიურითის" დაცვის თანამშრომლებს გავლილი აქვთ სპეციალური სწავლებები, გამოწვრთნილი არიან შესაბამის პირობებში და მდგრადი არიან სტრესული სიტუაციების მიმართ, რაც უზრუნველყოფს მათ სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას საფრთხის შემთხვევაში

პროფესიონალური მომსახურება 24 საათის განმავლობაში 🛡

Wings for Life

Wings for Life World Run Georgia 2023

2023 წლის მაისს კახეთში გაიმართა მასშტაბური გარბენი - Wings for Life World Run 2023. დაცვის კომპანია "ვიქტორია სექიურით"-მა ღონისძიება მშვიდობით ჩაატარა.

ცოცხალი ძალა ყურადღებით აკვირდებოდა ივენთის სვლას. დაცვის ოფიცრებმა აღმოაჩინეს რამდენიმე დარღვევა. დაცვის კომპანია "ვიქტორია სექიურითი" მზად არის მომავალში მონაწილეობა მიიღოს მსგავს ღონისძიებებში.

Wings for Life

Wings for Life World Run Georgia 2023

დაცვის კომპანია "ვიქტორია სექუირით"-მა უზრუნველყო Wings for Life World Run Georgia 2023 ღონისძიების უსაფრთხოება. ღონისძიება ჩატარდა 2023 წლის მაისს, კახეთში.

დაცვის ოფიცრები ივენთის ტერიტორიას სრულად ფარავდნენ. ცოცხალი ძალის მეთვალყურეობით ივენთმა მშვიდად ჩაიარა, ზედმეტი გართულებების გარეშე.

ღონისძიების დაცვა

ღონისძიების დაცვა

თუ უახლოეს მომავალში ღონისძიებას გეგმავთ, დროა, მის უსაფრთხოებაზეც იზრუნოთ

🔴 ჩვენი პროფესიონალი ოფიცრები დაიცავენ თქვენს ტერიტორიას და იზრუნებენ, რომ ყველაფერმა გართულებისა და უსიამოვნო მომენტების გარეშე ჩაიაროს

შესვლის კონტროლის მეშვეობით თქვენი ღონისძიება გარანტირებულად იქნება დაცული უცხო პირების მოხვედრისგან ✅

Victoria Security - ლიდერი დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 🛡

FIS 2023

FIS - Freestyle Ski and Snowboarding World Championship

FIS ღონისძიების უსაფრთხოება უზრუნველყო დაცვის კომპანია "ვიქტორია სექიურითმა". ივენთი ჩატარდა 2023 წლის თებერვალში.

ივენთის ტერიტორიაზე დამონტაჟებული იყო ჩვენი დაცვის მოწყობილობები: სამეთვალყურეო კამერები, საგანგაშო სირენა, მოძრაობის დეტექტორები, საგანგაშო ღილაკი, შესვლის კონტროლი.

ცოცხალი ძალა ღონისძიების ტერიტორიას მეთვალყურეობდა. ივენთმა წყნარად ჩაიარა, ზედმეტი გართულებების გარეშე.

FIS 2023

FIS - Freestyle Ski and Snowboarding World Championship

FIS ღონისძიება ჩატარდა 2023 წლის თებერვალში, დაცვის კომპანია "ვიქტორია სექიურითის" მონაწილეობით. ივენთმა მშვიდად ჩაიარა, ზედმეტი გართულებების გარეშე.

"ვიქტორია სექიურითი"-ს ცოცხალი ძალა ივენთის ტეროტიას სრულად ფარავდა. დაცვის ოფიცრები ყურადღებით აკვირდებოდნენ ღონისძიების სვლას. მონიტორინგის გუნდი 24/7-ზე აკვირდებოდა ივენთს, სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით.

დაფიქსირდა რამდენიმე უმნიშვნელო დარღვევა რომლებიც მაშინვე აღმოიფრქვა დაცვის თანამშრომლების მიერ.