-
დეკ, ოთხ, 2023
რაცია – კომუნიკაცია
რაცია - კომუნიკაცია
უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაცია. დაცვის თანამშრომლები გადამწყვეტ როლს ასრულებენ უსაფრთხოებისა და წესრიგის შენარჩუნებაში. კრიტიკული სიტუაციები მოითხოვს სწრაფ და შეუფერხებელ კომუნიკაციას. ამ მიზნის მისაღწევად რაცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
რაციის მთავარი უპირატესობაა სწრაფი კომუნიკაცია. ტელეფონისგან განსხვავებით რაციას არ სჭირდება ნომერის აკრეფა და ლოდინი კავშირის მისაღებად. ღილაკის დაჭერისთანავე რაცია გადასცემს ინფორმაციას რადიო სიხშირის სახით, ანტენის გამოყენებით.
დაცვის ოპერაციები ხშირად ტარდება რთულ გარემოში. იქნება ეს ხალხმრავალი ღონისძიება თუ უამინდობა, რაცია შექმნილია იმისთვის რომ გაუძლოს სხვადასხვა ფიზიკურ სირთულეს. მათი მტკიცე კონსტრუქცია უზრუნველყოფს რომ დაცვის ოფიცრებს ჰქონდეთ შეუფერხებელი კომუნიკაციის წყარო ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი.


