ჩვენს შესახებ
“ვიქტორია სექიურითი” დაცვისა და უსაფრთხოების ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 25 წელია, წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და იცავს ადამიანებს, ბიზნესებსა და ობიექტებს. კომპანია ერთ-ერთი წამყვანია უსაფრთხოების სერვისების მიწოდებაში საქართველოში და ინარჩუნებს სტაბილურ პოზიციას ბიზნეს სექტორშიც. კომპანიას მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 ხარისხის სერთიფიკატი სრულ სერვისზე დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
ჩვენს შესახებ
ჩვენი მისია
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ინდივიდებისა და ბიზნესების განვითარების ხელშესაწყობად. თავს ვალდებულად ვთვლით, შემოგთავაზოთ უახლესი, ინოვაციური და თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიები მუდმივად განვითარებადი სერვისებით.
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი დაცვის ოფიცრებისგან. ოპერატიული და პირადი დაცვის გუნდს გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგები და გამოცდილები არიან სტრესულ სიტუაციებში რეაგირებისთვის.
ჩვენი კლიენტები
"ვიქტორია სექიურითი" საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოპერირებს. კომპანიაში დასაქმებულია 2 000-ზე მეტი თანამშრომელი და იცავს 10 000-ზე მეტ ობიექტს. "ვიქტორია სექიურითს" ენდობიან ისეთი ბრენდები, როგორებიცაა საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კარფური, ვენდისი, სმარტი, ნიკორა, EUMM Georgia, HeidelbergCement Georgia და სხვა.
VICTORIA SECURITY
უსაფრთხოების ხარისხი
კომპანია საქმიანობას აწარმოებს მაღალ პროფესიული გამოცდილების მქონე თანამშრომლებით, რაც არის საფუძველი კომპანიის სწრაფი განვითარებისა და მიღწეული წარმატებების. კომპანია დაცვით საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ფილიალების ქსელის მეშვეობით, სადაც ადამიანური თუ სხვა რესურსები თანაბრად გვაქვს გადანაწილებული. მუდმივი კოორდინირებული მუშაობა გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ მომსახურების მაღალი ნიშნული ნებისმიერ დროსა და ადგილას. კომპანიას მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 ხარისხის სერთიფიკატი სრულ სერვისზე დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. “ვიქტორია სექიურითს” მიღებული აქვს No 1 ოქროს ბრენდი 2018 წლის ტიტული. ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრია.
დაგვიკავშირდით
თუ დაინტერესდით ჩვენი სერვისებით ან გსურთ მეტი ინფორმაციის გაგება, დაგვიკავშირდით.