Victoria Security

Loading

Blog

გილოცავთ შობას!

გილოცავთ შობას!

"ვიქტორია სექიურითი" გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ✨

შეხვდით შობას უსაფრთხო გარემოში საყვარელ ადამიანებთან ერთად!

“კოკა-კოლას” ჯადოსნური ქარავანი

"კოკა-კოლას" ჯადოსნური ქარავანი

"კოკა-კოლას" ჯადოსნური ქარავანი თუ შეგხვედრიათ, ჩვენს მანქანებსაც აუცილებლად შენიშნავდით 🎄👇

თქვენთვის საახალწლო განწყობის შენარჩუნებასა და ქარავანის უსაფრთხო გადაადგილებაზე "ვიქტორია სექიურითი" ზრუნავდა 🛡

მოუფრთხილდით ჯადოსნურ მომენტებსა და ბედნიერ წუთებს ჩვენთან ერთად ❤️

🌐 www.vs.ge
📞 032 2 50 50 90

ახალი წელი დაცულ სახლში

ახალი წელი დაცულ სახლში

დაიწყე ახალი წელი უსაფრთხოებაზე ზრუნვით! 🛡 🎄

🔴 ვიყენებთ უახლესი ტექნოლოგიის სამეთვალყურეო კამერებს, რომლის მეშვეობითაც ხდება თქვენი სახლის 24 საათიანი მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება საფრთხის შემთხვევაში

ვიქტორია სექიურითი - სიმშვიდისა და დაცული ცხოვრების გარანტი!

დამატებითი ინფორმაციისთვის: 🌐 www.vs.ge 📞 032 2 50 50 90

რაცია – კომუნიკაცია

რაცია - კომუნიკაცია

უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაცია. დაცვის თანამშრომლები გადამწყვეტ როლს ასრულებენ უსაფრთხოებისა და წესრიგის შენარჩუნებაში. კრიტიკული სიტუაციები მოითხოვს სწრაფ და შეუფერხებელ კომუნიკაციას. ამ მიზნის მისაღწევად რაცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

რაციის მთავარი უპირატესობაა სწრაფი კომუნიკაცია. ტელეფონისგან განსხვავებით რაციას არ სჭირდება ნომერის აკრეფა და ლოდინი კავშირის მისაღებად. ღილაკის დაჭერისთანავე რაცია გადასცემს ინფორმაციას რადიო სიხშირის სახით, ანტენის გამოყენებით.

დაცვის ოპერაციები ხშირად ტარდება რთულ გარემოში. იქნება ეს ხალხმრავალი ღონისძიება თუ უამინდობა, რაცია შექმნილია იმისთვის რომ გაუძლოს სხვადასხვა ფიზიკურ სირთულეს. მათი მტკიცე კონსტრუქცია უზრუნველყოფს რომ დაცვის ოფიცრებს ჰქონდეთ შეუფერხებელი კომუნიკაციის წყარო ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი.

თეგეტა ჰოლდინგი

თეგეტა ჰოლდინგი

თეგეტა ჰოლდინგმა რეგიონში პირველი ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი გახსნა, ღონისძიების უსაფრთხოებაზე კი "ვიქტორია სექიურითმა" იზრუნა ✔

🔴 ჩვენი პროფესიონალი ოფიცრები იცავდნენ ტერიტორიას უცხო პირების შესვლისგან, აკონტროლებდნენ მოძრაობას და უზრუნველყოფდნენ დაცულ და მშვიდ გარემოს ორგანიზატორებისა და სტუმრებისთვის

Victoria Security - ლიდერი დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 🛡

მეტალ დეტექტორი

მეტალ დეტექტორი

მეტალ დეტექტორები ძირითადად გამოიყენება ღონისძიებაზე, აეროპორტში და ბიზნეს ობიექტზე. მეტალ დეტექტორი აღმოაჩენს აკრძალულ ნივთებს როგორიცაა: ხელსასროლი იარაღი, დანა, ასაფეთქებელი და სხვა.

მეტალ დეტექტორები მუშაობს პულსის ინდუქციით. ეს ტექნოლოგია აგზავნის დენის მძლავრ, მოკლე პულსებს რაც წარმოქმნის მაგნიტურ ველს. თუ დეტექტორში ლითონის ნივთმა გაიარა, მაგნიტურ ველზე აისახება და დეტექტორი აყვირდება.

საახალწლო ღონისძიება

საახალწლო ღონისძიება

მოემზადეთ საახალწლო ღონისძიებისთვის გონივრულად, იზრუნეთ მის უსაფრთხოებაზე წინასწარ და დაიცავით სტუმრები უსიამოვნო მოულოდნელობებისგან

🔴 სანამ თქვენ ერთობით და დღესასწაულებს აღნიშნავთ, ჩვენი პროფესიონალი ოფიცრები თქვენს სიმშვიდესა და უსაფრთხოებას უზრუნბველყოფენ

Victoria Security - ლიდერი დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 🛡

საგანგაშო ღილაკი

საგანგაშო ღილაკი

შექმენით უსაფრთხო სამუშაო გარემო თქვენს ობიექტზე! 🖲

საგანგაშო ღილაკი მარტივი და გონიერი გამოსავალია საფრთხის სიგნალის გასაგზავნად.

საგანგაშო ღილაკი ძირითადად გამოიყენება ბანკებში, რესტორნებში, სასტუმროებში და სხვა ბიზნეს ობიექტებზე.

პოტენციური საფრთხის შემჩნევისას დააჭერთ ხელს საგანგაშო ღილაკს, ჩვენ მაშინვე მივიღებთ სიგნალს და ოპერატიული გუნდი მოახდენს სწრაფ რეაგირებას

Victoria Security - ლიდერი დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 🛡

ცოცხალი ძალა

ცოცხალი ძალა

ჩვენი პროფესიონალი დაცვის ოფიცრები დაიცავენ თქვენს სახლს, ობიექტს, ღონისძიებას 24/7-ზე. ისინი ყურადღებით დააკვირდებიან თქვენს სივრცეს და საფრთხის შემჩნევისთანავე იმოქმედებენ.

დაცვის ოფიცრების რაოდენობის შესარჩევად საჭიროა ობიექტის მოკვლევა. რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი სივრცის ზომაზე. აუცილებელია ღირებული პროდუქტის დასაცავად დაცვის ოფიცრები ობიექტს მთლიანად ფარავდნენ.

შესვლის კონტროლი

შესვლის კონტროლი

შესვლის კონტროლი არის სივრცეში შესვლის შეზღუდვა. სივრცეში იგულისხმება სახლი, ობიექტი, ღონისძიება, პარკინგი და სხვა. შესვლის კონტროლის მრავალი მოწყობილობა არსებობს. ესენია: ბარათის სკანერი, თითის ანაბეჭდის სკანერი, PIN კოდის წამკითხველი, სახის ამოცნობის სისტემა, შლაგბაუმი.

ბარათის სკანერი ძირითადად გამოიყენება ბიზნესებში, ივენთებზე, საცხოვრებელ კორპუსებში, სასტუმროებში, რესტორანში, მეტროში და სხვა. თანამშრომელი, სტუმარი ან მაცხოვრებელი იყენებს ციფრული წვდომის ბარათს, ბარათის წამკითხველზე. ეს ბარათი დაკავშირებულია პირის დეტალებზე(სახელი, როლი, პოზიცია). როცა ბარათი ახლოს არის ბარათის წამკითხველთან, წამკითხველი ნახავს ბარათის მონაცემებს და გაადამოწმებს არის თუ არა დაშვებულ სიაში. თუ დაშვებულ სიაში მონაცემები არ არის, კარები არ გაიღება. თუ ბარათის მონაცემები არის დაშვებულ სიაში მაშინ კარები გაიღება.

თითის ანაბეჭდის სკანერი გამოიყენება სახლებში, ბიზნესებში, სასტუმროებში, რესტორნებში, ბანკებში და სხვა. თითის ანაბეჭდის სკანერში შეძლებთ დაამატოთ მრავალი პირის თითის ანაბეჭდი და წამკითხველი დაიმახსოვრებს თითის ანაბეჭდებს. როცა სწორი პირი დაადებს თითს, თითის ანაბეჭდის წამკითხავი შეადარებს დამახსოვრებულ ანაბეჭდებს. თუ ამ პირის ანაბეჭდი არის დამახსოვრებულ სიაში, მაშინ კარები გაიღება. სხვა შემთხვევაში თითის ანაბეჭდის წამკითხველი არ გააღებს კარს.

PIN კოდის წამკითხველი გამოიყენება სახლებში, ბიზნესებში, სასტუმროებში, საცხოვრებელ კორპუსებში, ბანკებში და სხვა. PIN კოდის წამკითხველში რეგისტრირდება PIN კოდი რომლის გამოყენებაც გსურთ. როდესაც პირი ჩაწერს PIN კოდს, PIN კოდის წამკითხველი შეადარებს დამახსოვრებულ PIN-ს და თუ ერთი და იგივეა მაშინ კარები გაიღება.

სახის ამოცნობის სისტემა უფრო უსაფრთხოა ვიდრე სხვა წამკითხველები. სახის ამოცნობის სისტემაში რეგისტრირდება მრავალი პირის სახე, რომლებიც შეძლებენ ავტორიზაციას. როდესაც პირი სახის ამოცნობის სისტემასთან მივა, სისტემა შეადარებს მის სახეს, დამახსოვრებულ სახეებს. თუ ისინი ემთხვევა მაშინ კარები გაიღება.

შლაგბაუმი ძირითადად გამოიყენება პარკინგებზე. შლაგბაუმის მეშვეობით შეგიძლიათ აკონტროლოთ საავტომობილო ტრანსპორტის შემოსვლა და გასვლა თქვენს ტერიტორიაზე. შლაგბაუმის სამართავად გამოიყენება პულტი. ასევე არის ავტომატური შლაგბაუმის სისტემა რომელიც იყენებს RFID წამკითხველს და ბარათს. RFID-ის მეშვეობით როცა მანქანა მიუახლოვდება შლაგბაუმს, ის ავტომატურად გაიღება.