Victoria Security

Loading

სამეთვალყურეო კამერები

სამეთვალყურეო კამერები

უახლესი ტექნოლოგიის სამეთვალყურეო კამერები თქვენი სახლისა თუ ბიზნესისთვის 🚨

🔴 მაღალი გარჩევადობის ციფრული და ანალოგური კამერებისა და 24 საათიანი მონიტორინგის საშუალებით შეძლებთ ობიექტების ეფექტურ კონტროლს ნებისმიერი ადგილიდან

Victoria Security - თქვენი სიმშვიდის გარანტი 🛡

Geely Geometry E

ავტოპარკის განახლება - 100% ელექტრო ავტომობილებით

"ვიქტორია სექიურითის" უსაფრთხო, მაღალხარისხიანი და ოპერატიული სერვისი უკვე ეკო-მეგობრულიცაა! 🌎

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, China Eco Motors-თან თანამშრომლობით, კომპანია სრულად ანახლებს ავტოპარკს 100% ელექტრო ძრავის ავტომობილებით - Geely Geometry E (2023)

ყველაფერთან ერთად ეკოლოგიასაც დავიცავთ!

ტვირთის გაცილება

ტვირთის გაცილება

"ვიქტორია სექიურითი" ინაწილებს თქვენს პასუხისმგებლობებს და უზრუნველყოფს ღირებული ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას ნებისმიერ ლოკაციაზე 🚛

📌 კომპანია ერგება თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს, რის მიხედვითაც გირჩევთ შესაბამის ავტომობილს, აღჭურვილობასა და ოპტიმალურ სერვისს

Victoria Security - ლიდერი დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 🛡

25 წელი თქვენს გვერდში

25 წელი თქვენს გვერდში

🎉 გვსურს, სიამაყით გაცნობოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი - ქართულ ბაზარზე მოღვაწეობისა და წარმატებული ოპერირების 25 წელი!

🎊 შემოგვიერთდით ნდობის, საიმედოობისა და უცვლელი პარტნიორობის აღსანიშნავად, რომელიც დაუღალავი შრომითა და საქმისადმი სიყვარულით შევქმენით.

👥 ჩვენს ძვირფას მომხმარებლებს: გმადლობთ, რომ გვენდობით თქვენი უსაფრთხოების დაცვაში. თქვენმა ნდობამ გააძლიერა კომპანიის აწმყო და საფუძველი ჩაუყარა მის მომავალს. ჩვენი მხრიდან კი, მზად ვართ, კვლავაც საუკეთესო მომსახურება გაგიწიოთ და ვიზრუნოთ თქვენს უსაფრთხო მომავალზე.

💼 ბიზნესებს, რომლებიც ეძებენ უმაღლესი დონის უსაფრთხოებას: აიყვანეთ თქვენი უსაფრთხოების სტანდარტები მაღალ საფეხურებზე "ვიქტორია სექიურითისთან" ერთად. იგრძენით სიმშვიდე დაცულ გარემოში და ენდეთ პროფესიონალიზმს, რომელიც მოდის 25 წლიანი ურყევი გამოცდილებით.

GPS მომსახურება

GPS მომსახურება

კონტროლი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში! 📍

ადევნეთ თვალი თქვენი ტრანსპორტის გადაადგილებას რეალურ დროში, ნებისმიერი ადგილიდან და მიიღეთ 24/7-ზე განახლებული ინფორმაცია

სერვისი მოიცავს ავტომობილების, ნავის, გემის, იახტის, თვითმფრინავისა და სხვა ტიპის ტრანსპორტის მომსახურებას ✅

Victoria Security - ლიდერი დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 🛡

კიბერ უსაფრთხოება – ციფრული დაცვა

კიბერ უსაფრთხოება - ციფრული დაცვა

დღევანდელ ციფრულ დროში მრავალნაირი სახის საფრთხე არსებობს. მავნე და გამოსასყიდი პროგრამებიდან დაწყებული, ფიშინგის შეტევებით დამთავრებული. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კიბერ შეტევების მახასიათებლები და ვიყოთ ინფორმირებულები ამა თუ იმ საფრთხის შესახებ.

გამოსასყიდი პროგრამა (Ransomware) სისტემაში მონაცემებს შიფრავს, რის შედეგადაც აღარ გექნებათ წვდომა მონაცემებზე. მონაცემებზე წვდომის დასაბრუნებლად საჭიროა გაშიფრვის გასაღები. უმეტეს შემთხვევაში პროგრამა ეკრანზე გამოიტანს ანგარიშის ნომერს და თანხას, რომლის გადახდის შემთხვევაში თქვენ დაიბრუნებთ მონაცემებზე წვდომას. თანხის გადარიცხვის შემთხვევაში არ არის გარანტია რომ მონაცემებზე წვდომა დაგიბრუნდებათ.

ტროჯანი, მავნე პროგრამა რომელიც დამალულია სასურველ ფაილებში. მაგალითად: მეილზე მიბმული ფაილებში, უფასო პროგრამებში, მაიკროსოფტ ოფისის დოკუმენტებში და სხვა. უმეტესი ტროჯანის შემჩნევა რთულია რადგან მალულად მუშაობს და იპარავს თქვენი სისტემიდან მონაცემებს.

ფიშინგ შეტევები გამოიყენება მომხარებლის მონაცემების მოსაპარად როგორიცაა საკრედიტო ბარათის ნომერი, სისტემაში შესვლის მონაცემი(მომხმარებელი და პაროლი) და სხვა პირადი ინფორმაცია. შემტევი თავს იჩენს როგორც სანდო პირი რათა მსხვერპლს უბიძგოს იმეილის ან მესიჯის გახსნა. იმეილს თან ახლავს მიბმული ფაილი ან მავნე ლინკი. მიბმული ფაილის გახსნისას ან მავლე ლინკზე დაჭერისას გადმოიწერება მავნე პროგრამა რომელიც მოიპარავს მსხვერპლის პირად მონაცემებს.

მოძრაობის დეტექტორი

მოძრაობის დეტექტორი

მოძრაობის დეტექტორები გამოიყენება ობიექტზე უცხო პირის შემოსვლის დასაფიქსირებლად. არსებობს მრავალი ტიპის დეტექტორები. ესენია: პასიური ინფრაწითელი სენსორები, ულტრაბგერითი მოძრაობის დეტექტორები, მიკროტალღური მოძრაობის დეტექტორები.

პასიური ინფრაწითელი სენსორები ხედავენ ინფრაწითელ რადიაციას მათი ხედვის არეაში. ყველა აბსოლუტურ ნულზე მაღალი ტემპერატურის ობიექტი გამოყოფს ინფრაწითელ გამოსხივებას. როცა ობიექტი მოძრაობს ხედვის არეში, სენსორი ამჩნევს ინფრაწითელი გამოსხივების ცვლილებას და გადასცემს სიგნალს.

ულტრაბგერითი მოძრაობის დეტექტორები იყენებს ულტრაბგერით ტალღებს მოძრაობის დასადგენად. სენსორი ასხივებს ულტრაბგერით პულსებს(ხმის ტალღებს) და შემდეგ უსმენს ამ იმპულსების ანარეკლს, ახლომდებარე ობიექტებიდან. ობიექტის მოძრაობა დეტექტორის ხედვის არეში იწვევს ცვლილებას არეკლილ ტალღებში. დეტექტორი ამჩნევს ხმის ტალღების ცვლილებას და აგზავნის სიგნალს.

სამეთვალყურეო კამერები – სმარტფონის აპლიკაცია

სამეთვალყურეო კამერები - სმარტფონის აპლიკაცია

უსაფრთხოება მარტივია! 🛡

აკონტროლეთ ობიექტები ნებისმიერი ადგილიდან "ვიქტორია სექიურითის" ჭკვიანი უსაფრთხოების ტექნოლოგიების საშუალებით

🔴 კამერები პირდაპირ თქვენს მობილურ ტელეფონში

პირადი დაცვა

პირადი დაცვა

პირადი დაცვა უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსაკუთრებული, უმაღლესი კატეგორიის სერვისია

🕴 "ვიქტორია სექიურითის" დაცვის თანამშრომლებს გავლილი აქვთ სპეციალური სწავლებები, გამოწვრთნილი არიან შესაბამის პირობებში და მდგრადი არიან სტრესული სიტუაციების მიმართ, რაც უზრუნველყოფს მათ სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას საფრთხის შემთხვევაში

პროფესიონალური მომსახურება 24 საათის განმავლობაში 🛡

Wings for Life

Wings for Life World Run Georgia 2023

2023 წლის მაისს კახეთში გაიმართა მასშტაბური გარბენი - Wings for Life World Run 2023. დაცვის კომპანია "ვიქტორია სექიურით"-მა ღონისძიება მშვიდობით ჩაატარა.

ცოცხალი ძალა ყურადღებით აკვირდებოდა ივენთის სვლას. დაცვის ოფიცრებმა აღმოაჩინეს რამდენიმე დარღვევა. დაცვის კომპანია "ვიქტორია სექიურითი" მზად არის მომავალში მონაწილეობა მიიღოს მსგავს ღონისძიებებში.