-
ნოე, ოთხ, 2023
შესვლის კონტროლი
შესვლის კონტროლი
შესვლის კონტროლი არის სივრცეში შესვლის შეზღუდვა. სივრცეში იგულისხმება სახლი, ობიექტი, ღონისძიება, პარკინგი და სხვა. შესვლის კონტროლის მრავალი მოწყობილობა არსებობს. ესენია: ბარათის სკანერი, თითის ანაბეჭდის სკანერი, PIN კოდის წამკითხველი, სახის ამოცნობის სისტემა, შლაგბაუმი.
ბარათის სკანერი ძირითადად გამოიყენება ბიზნესებში, ივენთებზე, საცხოვრებელ კორპუსებში, სასტუმროებში, რესტორანში, მეტროში და სხვა. თანამშრომელი, სტუმარი ან მაცხოვრებელი იყენებს ციფრული წვდომის ბარათს, ბარათის წამკითხველზე. ეს ბარათი დაკავშირებულია პირის დეტალებზე(სახელი, როლი, პოზიცია). როცა ბარათი ახლოს არის ბარათის წამკითხველთან, წამკითხველი ნახავს ბარათის მონაცემებს და გაადამოწმებს არის თუ არა დაშვებულ სიაში. თუ დაშვებულ სიაში მონაცემები არ არის, კარები არ გაიღება. თუ ბარათის მონაცემები არის დაშვებულ სიაში მაშინ კარები გაიღება.
თითის ანაბეჭდის სკანერი გამოიყენება სახლებში, ბიზნესებში, სასტუმროებში, რესტორნებში, ბანკებში და სხვა. თითის ანაბეჭდის სკანერში შეძლებთ დაამატოთ მრავალი პირის თითის ანაბეჭდი და წამკითხველი დაიმახსოვრებს თითის ანაბეჭდებს. როცა სწორი პირი დაადებს თითს, თითის ანაბეჭდის წამკითხავი შეადარებს დამახსოვრებულ ანაბეჭდებს. თუ ამ პირის ანაბეჭდი არის დამახსოვრებულ სიაში, მაშინ კარები გაიღება. სხვა შემთხვევაში თითის ანაბეჭდის წამკითხველი არ გააღებს კარს.
PIN კოდის წამკითხველი გამოიყენება სახლებში, ბიზნესებში, სასტუმროებში, საცხოვრებელ კორპუსებში, ბანკებში და სხვა. PIN კოდის წამკითხველში რეგისტრირდება PIN კოდი რომლის გამოყენებაც გსურთ. როდესაც პირი ჩაწერს PIN კოდს, PIN კოდის წამკითხველი შეადარებს დამახსოვრებულ PIN-ს და თუ ერთი და იგივეა მაშინ კარები გაიღება.
სახის ამოცნობის სისტემა უფრო უსაფრთხოა ვიდრე სხვა წამკითხველები. სახის ამოცნობის სისტემაში რეგისტრირდება მრავალი პირის სახე, რომლებიც შეძლებენ ავტორიზაციას. როდესაც პირი სახის ამოცნობის სისტემასთან მივა, სისტემა შეადარებს მის სახეს, დამახსოვრებულ სახეებს. თუ ისინი ემთხვევა მაშინ კარები გაიღება.
შლაგბაუმი ძირითადად გამოიყენება პარკინგებზე. შლაგბაუმის მეშვეობით შეგიძლიათ აკონტროლოთ საავტომობილო ტრანსპორტის შემოსვლა და გასვლა თქვენს ტერიტორიაზე. შლაგბაუმის სამართავად გამოიყენება პულტი. ასევე არის ავტომატური შლაგბაუმის სისტემა რომელიც იყენებს RFID წამკითხველს და ბარათს. RFID-ის მეშვეობით როცა მანქანა მიუახლოვდება შლაგბაუმს, ის ავტომატურად გაიღება.