Victoria Security

Loading

კიბერ უსაფრთხოება – ციფრული დაცვა

კიბერ უსაფრთხოება – ციფრული დაცვა

კიბერ უსაფრთხოება - ციფრული დაცვა

დღევანდელ ციფრულ დროში მრავალნაირი სახის საფრთხე არსებობს. მავნე და გამოსასყიდი პროგრამებიდან დაწყებული, ფიშინგის შეტევებით დამთავრებული. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კიბერ შეტევების მახასიათებლები და ვიყოთ ინფორმირებულები ამა თუ იმ საფრთხის შესახებ.

გამოსასყიდი პროგრამა (Ransomware) სისტემაში მონაცემებს შიფრავს, რის შედეგადაც აღარ გექნებათ წვდომა მონაცემებზე. მონაცემებზე წვდომის დასაბრუნებლად საჭიროა გაშიფრვის გასაღები. უმეტეს შემთხვევაში პროგრამა ეკრანზე გამოიტანს ანგარიშის ნომერს და თანხას, რომლის გადახდის შემთხვევაში თქვენ დაიბრუნებთ მონაცემებზე წვდომას. თანხის გადარიცხვის შემთხვევაში არ არის გარანტია რომ მონაცემებზე წვდომა დაგიბრუნდებათ.

ტროჯანი, მავნე პროგრამა რომელიც დამალულია სასურველ ფაილებში. მაგალითად: მეილზე მიბმული ფაილებში, უფასო პროგრამებში, მაიკროსოფტ ოფისის დოკუმენტებში და სხვა. უმეტესი ტროჯანის შემჩნევა რთულია რადგან მალულად მუშაობს და იპარავს თქვენი სისტემიდან მონაცემებს.

ფიშინგ შეტევები გამოიყენება მომხარებლის მონაცემების მოსაპარად როგორიცაა საკრედიტო ბარათის ნომერი, სისტემაში შესვლის მონაცემი(მომხმარებელი და პაროლი) და სხვა პირადი ინფორმაცია. შემტევი თავს იჩენს როგორც სანდო პირი რათა მსხვერპლს უბიძგოს იმეილის ან მესიჯის გახსნა. იმეილს თან ახლავს მიბმული ფაილი ან მავნე ლინკი. მიბმული ფაილის გახსნისას ან მავლე ლინკზე დაჭერისას გადმოიწერება მავნე პროგრამა რომელიც მოიპარავს მსხვერპლის პირად მონაცემებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *