Victoria Security

Loading

მოძრაობის დეტექტორი

მოძრაობის დეტექტორი

მოძრაობის დეტექტორი

მოძრაობის დეტექტორები გამოიყენება ობიექტზე უცხო პირის შემოსვლის დასაფიქსირებლად. არსებობს მრავალი ტიპის დეტექტორები. ესენია: პასიური ინფრაწითელი სენსორები, ულტრაბგერითი მოძრაობის დეტექტორები, მიკროტალღური მოძრაობის დეტექტორები.

პასიური ინფრაწითელი სენსორები ხედავენ ინფრაწითელ რადიაციას მათი ხედვის არეაში. ყველა აბსოლუტურ ნულზე მაღალი ტემპერატურის ობიექტი გამოყოფს ინფრაწითელ გამოსხივებას. როცა ობიექტი მოძრაობს ხედვის არეში, სენსორი ამჩნევს ინფრაწითელი გამოსხივების ცვლილებას და გადასცემს სიგნალს.

ულტრაბგერითი მოძრაობის დეტექტორები იყენებს ულტრაბგერით ტალღებს მოძრაობის დასადგენად. სენსორი ასხივებს ულტრაბგერით პულსებს(ხმის ტალღებს) და შემდეგ უსმენს ამ იმპულსების ანარეკლს, ახლომდებარე ობიექტებიდან. ობიექტის მოძრაობა დეტექტორის ხედვის არეში იწვევს ცვლილებას არეკლილ ტალღებში. დეტექტორი ამჩნევს ხმის ტალღების ცვლილებას და აგზავნის სიგნალს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *