ხარისხის პოლიტიკა

შპს „ვიქტორია სექიურითი“ ისწრაფვის შეინარჩუნოს საქართველოს ბაზარზე დაცვითი მომსახურების მიმწოდებელი ლიდერი კომპანიის სტატუსი, გაზარდოს არსებული ბაზრის წილი და მომხმარებელს შესთავაზოს სერვისი, რომელიც პასუხობს ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

კომპანია ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს მაქსიმალურად გააფართოოს დაფარვის ზონა საქართველოს ტერიტორიაზე. შპს „ვიქტორია სექიურითი“ ცდილობს სხვადასხვა ღონისძიებების გამოყენებით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს მისი მომსახურება. ასევე, მოიპოვოს საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესება და გაუწიოს ღირსეული პარტნიორობა ცოცხალი ძალითა და დაცვის ელ. სისტემებით მომსახურებით.

ორგანიზაცია ორიენტიებულია ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად განიხილოს დაინტერესებული მხარეებისა და მომხმარებლის მოთხოვნები, შეაფასოს მათი კომპანია ზრუნავს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, უზრუნველყოფს მათ საჭირო რესურსებით, აღჭურვილობით, სწავლებით და ინსტრუქტაჟით. მიისწრაფვის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, რათა მუდმივად უპასუხოს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს და დააკმაყოფილოს დამკვეთთა მოთხოვნები.

დაცვის ელ. სისტემებით ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, რისკების ეფექტიანი მართვისა და შემცირების მიზნით შპს „ვიქტორია სექიურითი“ ახდენს კვალიფიციური კონტრაქტორების შერჩევას, მათ ვალიდაციას და დამტკიცებული მომწოდებლების მიერ მოწოდებული ელ.სისტემებით ოპერირებას.