ჩვენს შესახებ

შ.პ.ს. “ვიქტორია სექიურითი” არის საქართველოში დაფუძნებული დაცვა – უსაფრთხოების კომპანია. კომპანია დაცვით საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ფილიალების ქსელის მეშვეობით. კომპანია საქმიანობას აწარმოებს მაღალ პროფესიული გამოცდილების მქონე თანამშრომლებით, რაც არის საფუძველი კომპანიის სწრაფი განვითარებისა და მიღწეული წარმატებების.

კომპანიის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ოპერატიული სამსახური, რომლის შემადგენლობაში შემავალი ჯგუფები უზრუნველყოფილია, მსუბუქი (მერსედესი,სატურნი) და “ჯიპი”-ს (ტოიოტა) ტიპის, სპეციალური ავტომანქანებით, სათანადო ფორმით, ნებადართული იარაღით და ყველა საჭირო ტექნიკური საშუალებებით. კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით ტარდება ტრეინინგები კომპანიის სასწავლო ცენტრში. ახალი თანამშრომლების მიღების დროს გაითვალისწინება მათი ფიზიკური და ინტელექტუალური მონაცემები და ხდება სრულყოფილი შესწავლა პიროვნული თვისებების და გამოცდილების.

“ვიქტორია სექიურითის” სამსახურებრივი ინტერესების და დამკვეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გამოყენებაში აქვს მეტრულ და დეციმეტრულ სიხშირეზე მომუშავე “მოტოროლა”-ს და“კენვუდი”-ს ფირმის ხელის რადიოსადგურები და ოპერატიულ მანქანებში სტაციონარული რადიოსადგურები.

ვთანამშრომლობთ და წარმოვადგენთ უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მწარმოებელ უცხოურ კომპანიებს, როგორებიცაა: “LG”(კორეა) “Paradox”(კანადა) “MC Electronics””(კორეა) და სხვა. ასევე კომპანია ახორციელებს დაცვითი ელექტრონული სიგნალიზაციის ვიდეო სამეთვალყურეო და დაშვების კონტროლის სისტემების საპროექტო – სამონტაჟო სამუშაოებს მაღალკვალიფიციური ტექნიკური ჯგუფების მეშვეობით.

ჩვენი სწრაფი განვითარების და მიღწეული წარმატებების საფუძველს წარმოადგენს ცენტრალური აპარატის მიერ სწორად გატარებული მენეჯმენტი და კომპანიაში შემავალი ტექნიკური, ოპერატიული, ფინანსური და იურიდიული სამსახურების კოორდინირებული მუშაობა.

ISO 9001:2005 სერტიფიკატი

iso